უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
ცოტა ხნის წინ, უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. უკრაინის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.
უკრაინის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ კიევში, პირეზიდენტის ადმინისტრაციაში შუადღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა. მისივე ცნობით, დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქეც.