Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში ხანძრისას სამი ადამიანი დაშავდა


ხანძარი ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტზე
ხანძარი ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტზე

პარასკევს, 3 იანვარს, 12:43 საათზე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სომხეთის მხარეს, ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტზე, საწყობში, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა, ხანძარი გაჩნდა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამინისტროს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, ასევე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის რამდენიმე ეკიპაჟი, წყალმზიდი ავტომობილი იყვნენ მობილიზებული.

უწყების თანახმად, 14:24 საათზე ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს, 16:18 საათზე კი ის საბოლოოდ ჩააქრეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG