ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის დელეგაციის ვიზიტისას დაგეგმილია ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილების განხილვა.
შეხვედრებზე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გაღრმავდეს და გაძლიერდეს სომხეთი-ევროკავშირის კავშირები და როგორ შეუძლია სომხეთს, გამოიყენოს ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალი.
დელეგაციასთან ერთად სომხეთს ეწვევიან ევროპული საინვესტიციო ბანკის(EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და Frontex-ის წარმომადგენლები.
შეხვედრები დაგეგმილია სომხეთის მთავრობასთან, გაეროს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
ვიზიტისას გაიმართება „ევროკავშირი-სომხეთის ინვესტიციების კოორდინაციის პლატფორმის“ პრეზენტაცია.