8-დან 13 მაისის ჩათვლით თბილისი დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალს, „სინედოკს“, უმასპინძლებს. გიორგი გვახარიას სტუმარია კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელიც ფესტივალის პროგრამებში ჩართული ზოგიერთი ფილმის შესახებ გვიამბობს. ფესტივალის სლოგანია „დააკავშირე ფიქრები“, რაც იმას ნიშნავს, რომ „სინედოკის“ ფილმები, პირველ რიგში, ფიქრს, დისკუსიებს უნდა უწყობდეს ხელს განსხვავებულ თემებზე, მით უმეტეს, რომ პროგრამა თემატურადაა დაყოფილი სექციებად. ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებში საუბარია ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ქალთა თანასწორობა, გარემოს დაცვა, კონფლიქტები, სიყვარული და რწმენა. წლევანდელი „სინედოკის“ სტუმარი ქვეყანაა უნგრეთი, რომელიც გამორჩეული პროგრამით იქნება წარმოდგენილი. ფილმებს კინოთეატრ „ამირანსა“ და ეროვნული არქივის კინოთეატრში უჩვენებენ.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1