Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა - OSCE ანგარიში მოკლედ


ODHIR
ODHIR

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურომ (ODHIR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. ანგარიში ეუთოს დამკვირვებლების დასკვნების საფუძველზე მომზადდა. დამკვირვებლები საქართველოს მთავრობის მოწვევით ზედამხედველობდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს. საარჩევნო ტურებს შორის პერიოდში ისინი საქართვლოში რჩებოდნენ. ODHIR-ის საბოლოო ანგარიში 28 თებერვალს გამოქვეყნდა.

  • ანგარიშის თანახმად მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების მიუხედავად, ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდა.
  • შემოწირულობების მნიშვნელოვანმადისბალანსმა და ხარჯების უზომოდ მაღალმა ლიმიტმა სათამაშომოედანი უთანაბრო გახადა.
  • კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაციის,ნეგატიური აგიტაციისა და ხისტი რიტორიკის, ასევე ანალიტიკური მასალების ნაკლებობის გამო, ამომრჩეველს გააზრებული არჩევანის საშუალება შეეზღუდა.
  • საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებმაც გაზარდა საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის წარმომადგენლობა, შერყია მოუკერძოებლობის აღქმა.მიუხედავად ამისა, არჩვენების დღემ პროფესიონალურად, ორგანიზებულად და გამჭვირავლედ ჩაიარა. თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ რომ ზოგი მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პარტიების მხარდამჭერთა განცხადებით, საარჩევნო უბნებს გარეთ მიმდინარეობდა აგიტაცია.

ნეგატიური, ხისტი და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ ჩრდილი მიაყენა კამპანიას.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო კამპანიამ შეიძინასასტიკი რიტორიკა, გაზრდილი ადმინისტრაციული რესურების გამოყენების გამო კი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა.

მეორე ტურის წინ კამპანია უფრო გააქტიურდა, ჩატარდა რამდენიმე ანტიოპოზიციური და ანტი სახელისუფლო დემონტრაცია, რამაც გააღრმავა დაძაბულობა მხარეებს შორის. ნეგარიური, ხისტი და ზოგჯერძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ ჩრდილი მიაყენა კამპანიას. რისთვისაც ხელისუფლებას ყურადღება არ მიუქცევია.

მონაცემების შეგროვებამ - თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ანიჭებდა უპირატესობას ამომრჩეველი, ამომჩევლის თვალთვალისდა დაშინების შთაბეჭდილება შექმნა.

ანგარიშის თანახმად, თვალში საცემი იყო სერიოზული დისბალანსი მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის შემოწირულობებსა და კონკურენტი კანდიდატის შემოწურულობეებს შორის, რაც აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც აისახა.

საარჩევნო უბნებთან იმყოფებოდნენ მმართველი პარტიისმხარდამაჭერები, რომლებიც აღრიცხავდნენ არჩევნებში მონაწილეებს, რაც იწვევდა უკმაყოფილებას, რომამომრჩეველს არ ეძლეოდა ზეწოლისა და შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა.

წინაპირობები და პოლიტიკური კონტექსტი

ანგარიში შეეხება, 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს. რომლის თანახმადაც 2024 წლიდან პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა, „ცვლილები სადაო იყო და არ სარგებლობდა ფართო მხარადაჭერით. ამასთან რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის იმჟამად მოქმედმა პრეზიდენტმა, არჩვენებში მონაწილებაზე უარი განაცხადა“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ
საპროტესტო აქციის მონაწილეები მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ

არჩევნებს წინ უძღოდა ფართმასშტაბიანი დემონსტრაციები მაისსა და ივნისში. აქციების ნაწილი უკავშირდებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ნაწილი კი ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავების ფაქტებს. ამ აქციის საწინააღმდეგოთ ასევე ჩატარდაკონტრაქცია თვითგამოცხადებული ფაშისტების მიერ.

ამასთან, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში ბრალეულობის შესახებ მედიაში საუბრებმა პირველი ტურის წინ გავლენა იქონია არჩევნებზე.

საარჩევნო სია

ანგარშში ნათქვამია, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო სია ნდობას იმსახურებდა როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების პირველი ტურის წინ.

​არჩევნების მეორე ტურისწინ საარჩვენო სია განახლა გარდაცვლილთა და სრულწლოვანთა მონაცემების გათვალისწინებით. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოხატა შეშფოთება ამომრჩვენელთა სიის მნიშვნელოვანი ზრდის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველს სიაში თავის გადამოწმების საშუალება მიეცა,დროის სიმცირის გამო ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდა. პირველი ტურის წინ საზღარგარეთ დარეგისტიტრებული ამომრჩევლები მეორე ტურის წინაც საზღვარგარეთ რეგისტიტრებულთა სიაში დარჩნენ. სხვა ამომრჩეველს რეგიტაცია შეეძლო დიპლომატიურ მისიებში და ელექტრონულად 1 -დან 11 ნოებრამდე.

საარჩევნო კამპანია

მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებმა შეძლეს თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ეუთომ შეამჩნია მრავლობითი დარღვევები, მათ შორის ვანდალიზმი პარტიის ოფისებში. იყო პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა.

  • კამპანია მიმდინარეობდა პოლარიზებული საზოგადოებრივი აზრისა და „ქართულ ოცნებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მიმდინარე მძიმე ბრალდებების ფონზე.
  • კანდიდატები საპროგრამო გზავნილებში აჭარბებდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის მანდატს. ნაკლებად შეინიშნებოდა პრობლემებზე ორიენტირებული დებატები, კანდიდატების პროგრამები ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევდა.
  • ადმინიტაციული რესურსების ბოტორად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო ორგანოებმა გამოსცეს ინსტრუქციები.თუმცა, ამ ძალისხმევას აკლდა აღსრულების მექანიზმები. რამაც ხელი შეუშალა არსებული დებულებების ეფექტურ გამოყენებას და ცნობიერების ამაღლებას.
  • გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო ვებსაიტებს იყენებდნენ სახელმწიფო მოხელეთა აგიტაციის მიზნით.

ეუთოს ბევრმა თანამომხსენებელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და „ერთიანინაციონალური მოძრაობა“ კოორდინატორების მექანიზმს ეყრდნობოდნენ, რომლებიც ამომრჩველეთა პირად მონაცემებს აგროვედნენ. ასევე იმ პირთა სიასაც,ვისაც კანდიდატისთვის ხმის მიცემის ვალდებულება ჰქონდა. სანდო ინფორმაციის თანახმად საჯარო სექტორში დასაქმებულაბსაც სთხოვეს ასეთი სიის შეგროვება.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ორივე პოლიტიკურმა ძალამ გააქტიურა ძალისხმევა ამომრჩევლების მობილიზაციისთვის, მათ შორის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში და კოორდინატორებს იყენებდნენ ამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობების გასარკვევად.

ანგარიშის თანახმად, ბევრი რესპონდენტი იუწყებოდა მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზე, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფოს სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულ ჯგუფებზე.

საარჩევნო ფინანსები

ფინანსები

კონკურენტების მიერ პირველი რაუნდისთვის მიღებული შემოწირულობების ოდენობა იყო 5,233,120 ლარი. 3,634,380 ლარი კი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 617,945 ლარი. მეორე ტურისთვის 5,332,722 ლარი მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი 1,065,120 ლარი. სალომე ზურაბიშვილმა ბანკისგან აიღო1 მილიონი ლარის სესხი. ნაციონალურმა მოძრაობამ 11 ბანკს სესხის მისაღებად ამაოდ მიმართა.

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი ერთადერთი იყო ვინც ბანკისგან სესხი მიიღო და ისიც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან კავშირის მქონე ბანკისგან.

აუდიტის სამსახურმა საქალაქო სასამართლოს 879 დონორის შემოწირულობის კანონიერების შემოწმების მოთხოვნით მიმართა. დონორების ნაწილი არ ცხოვრობდა ოფიციალური რეგისტაციისმისამართზე, ან არ გამოცხდაა გასაუბრებაზე, რამაც საქმის გამოძიება გაართულა.

აუდიტის სამსახურმა სასამართლოს 13 საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაზე და უკანონო შემოწირულობებზე იყო საუბარი. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად აუდიტის სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევისა, ვერ მოხერხდა მთლიანად არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალებაზე სრული კონტროლი.

მედიაგარემო

მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო პოლიტიკური მხარეებისა და ბიზნესინტერესების შესაბამისად. ტელევიზია რჩებოდა პოლიტიკური ინფორმაციის ძირითად წყაროდ. დომინანტი ადგილი ეჭირათ ტელეკომპანიებს -„რუსთავი 2“-სა და „იმედს“. ორივე მათგანი დაკავშირებულია პოლიტიკურ ძალასთან. „რუსთავი 2“ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, „იმედი“ - „ქართულ ოცნებასთან“.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაშიმედიაბაზარზე რეკლამის შემცირებამ, ტელეკომპანიების ფინანსური მდგრადობა შერყია და კერძო მაუწყებლები მფლობელზე დამოკიდებული გახადა.

ტელეკომოანია „რუსთავი 2“- ის საინფორმაციო გამოშვებებში დადებითად შუქდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნეგატიურად და ნეიტრალურად შუქდებოდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი. საპირისპირო ხდებოდა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც დადებითად აშუქებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და უარყოფითად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს.

მთავრობის სოციალური პროექტები

ანგარიშში საუბარია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მთავრობის მიერ მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ გამოცხადებულ სოციალურ პროექტებზე, რაც შესაძლოა შეფასდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებად და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი პროექტი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოქვეყნებამ არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს.

ამ კონტექსტში მოხსენიებულია 600 000-მდე მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა, რაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროს რესპონდენტების მიერ შეფასდა საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულ ამომრჩევლის მოსყიდვად.

ანგარიშის თანხმად, წაშლილია ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე საქართველოს ვალდებულებებს და საერთაშორისო პრაქტიკას.

ამომრჩეველთა განწყობის შესწავლა და ზეწოლა

ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში და კოორდინატორებს იყენებდნენ ამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობების გასარკვევად.

ანგარიშის თანახმად, ბევრი რესპონდენტი იუწყებოდა მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზე, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფოს სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულ ჯგუფებზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის ფარულობის გარანტიების მიუხედავად, შემაშფოთებელია, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევს ანგარიშსწორების შიშით.

ეუთოს ძირითადი რეკომენდაციები

  • საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა
  • შესაცვლელიასაარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, მათ შორის თუ ადმინისტაცია პოლიტიკური პარტიების მიერ დაკომპლექტდება მაშინ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ პარიტეტი იყოს დაცული.
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ზედამხედველობის ქმედითი მექანიზმების შექმნა.
  • საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილისენის გამოყენების და ქსენოფინიის წინააღმდეგ მექანიზმები უნდა გაძლიერდეს.
  • აუდიტის სამსახურს შემჭიდროებულ ვადებში მოქმედების შესაძლობა უნდა მიეცეს, რათა გაძლიერდესსაარჩევნო კამპანიისას გამოყენებული ფინანასური რესურების ხარჯვაზე კონტროლი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG