საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.
ანგარიში მე-18 წუთზე ესპანელთა ავტოგოლით გაიხსნა. საკუთარ კარში ბურთი რობინ ლე ნორმანდმა შეაგდო საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ.
ანგარიში პირველივე ტაიმში, 39-წუთზე, გაათანაბრა როდრიმ (როდგიგო ჰერნანდეს კასკანტემ).
ესპანეთი 51-ე წუთზე დაწინაურდა ფაბიან რუიზის სათავო დარტყმით.
ორბურთიანი უპირატესობა ესპანეთის ნაკრებს ნიკო უილიამსმა მოუტანა 75-ე წუთზე.
შეხვედრის ბოლო გოლო 83-ე წუთზე დანი ოლმომ გაიტანა.
მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს, გერმანიის ნაკრებს, შეხვდება 5 ივლისს.
მერვედფინალამდე საქართველოს ნაკრების გზა ასეთი იყო: F ჯგუფში, ჯგუფური ეტაპი საქართველომ ოთხი ქულით დაასრულა.
მან პირველ შეხვედრაში მარცხი იწვნია თურქეთის ნაკრებთან, ანგარიშით 1:3.
მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 დაასრულა.
მესამე მატჩში კი ყველასთვის მოულოდნელად სძლია პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებს, ანგარიშით 2:0.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
ეს ისტორიული შედეგია საქართველოს ნაკრებისათვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველად ასპარეზობდა.
ფორუმი