Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროფკავშირები საპირველმაისო აქციას გამართავენ


1 მაისს თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, გაიმართება პროფკავშირთა გაერთიანების აქცია. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გიგა ბექაური, გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმარია.

ჩვენს ყოველდღიურ პროგრამაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი ჩამოთვლის წლევანდელი საპირველმაისო აქციის მოთხოვნებს, რომელთაგან მთავარი შრომის ინსპექციის ქმედითობა, ღირსეული
შრომა და აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელებაა.
გიგა ბექაური გადაცემაში წარმოგვიდგენს პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის გაზეთს და ასევე პეტიციას, რომელსაც მშრომელები 1 მაისს საქართველოს მთავრობას გაუგზავნიან.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG