საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ საელჩოებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი. ხუთჯვრიანი დროშის ფერებით გაანათეს შენობები და ისტორიული ძეგლები საბერძნეთში, თურქეთში, ლიეტუვაში, სლოვენიასა და ეგვიპტეში.