Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. III დღე - განახლებადი ინფორმაცია

III დღე. რა ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ამ დროისთვის:

  • რუსეთმა კიევზე მიიტანა რამდენიმე იერიში. ხშირი საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით.
  • უკრაინული წყაროების თანახმად, რუსული სამხედრო ნაწილები კიევის აღებას ცდილობენ.
  • აშშ მზადაა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ევაკუაციისთვის, მაგრამ ის წასვლაზე უარს აცხადებს
  • WHO-ს თანახმად, უკრაინაში მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა
  • ზელენსკის ვიდეომიმართვა კიევიდან: „ხელისუფლება კიევშია. ჩვენ ვიცავთ უკრაინას“!

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი და მეორე დღის შესახებ წაიკითხეთ აქ

კიევის გარეუბანში, ლობანოვსკის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლს რაკეტა მოხვდა. დანგრეულია შენობის მე-18-დან მე-20 სართულამდე.

საქართველოში უკრაინის ელჩის, იჰორ დოლჰოვის ბრიფინგი

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 198 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაჭრილია 1115, აქედან 33 ბავშვი.

უკრაინის უდიდეს სპეციალიზებულ საბავშვო საავადმყოფო „ოხმატდეტში“ აცხადებენ, რომ 26 თებერვალს სასწრაფო დახმარებამ მათთან მიიყვანა დაახლოებით 7 წლის ბავშვი რუსეთის ჯარების იერიშის შედეგად მიღებული მძიმე ჭრილობებით.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, მძიმე ვითარების გამო ბავშვს პირდაპირ მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა ოპერაცია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG