Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებულ გიორგი სულაშვილს ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან

პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებულ გიორგი სულაშვილს ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან


20-21 ივნისის დაშავებულ გიორგი სულაშვილს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, პროკურატურამ ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან და როგორი მხედველობა ჰქონდა 20 ივნისამდე.

გიორგი სულაშვილამდე პროკურატურიდან დაურეკეს ამავე აქციის კიდევ ერთ დაშავებულს, მაკო გომურს, რომელთანაც მსგავსი კითხვა ჰქონდათ - იყო თუ არა თვალი, რომელიც მან დაკარგა, ჯანმრთელი.

"ვერ ვწვდები კითხვის აზრს, რა მნიშვნელობა აქვს იმას ჩემთვის, თუ რა პროცენტული ხედვა მქონდა 20 ივნისამდე, ფაქტია, რომ თვალი აღარ მაქვს" - წერს გიორგი სულაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

20-21 ივნისის ღამის აქციაზე დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 6-მა დაკარგა თვალი. ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი აქვს მხოლოდ 3 მოქალაქეს, რომელთა შორის არ არიან არც გიორგი სულაშვილი, არც მაკო გომური და არც დანარჩენი 4 პირი, რომლებმაც რეზინის ტყვიით მიყენებული ჭრილობების გამო მხედველობა დაკარგეს.

XS
SM
MD
LG