პირველი საბავშვი კინოკლუბი თბილისში
თბილისში, კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში გაიხსნა პირველი საბავშვო კინოკლუბი „შერეკილები“. როგორც „რადიო თავისუფლების“ სტუმარი, კინომცოდნე ანა ლომიძე აღნიშნავს კლუბის მიზანია შემეცნებით-საგანმანათლებლო სეანსების მეშვეობით მოზარდებში დისკუსიის უნარების განვითარება და იმ ახალგაზრდა კინომცოდნეების პროფესიული დახვეწა, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.