Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი საბავშვო კინოკლუბი თბილისში


თბილისში, კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში გაიხსნა პირველი საბავშვო კინოკლუბი „შერეკილები“. როგორც „რადიო თავისუფლების“ სტუმარი, კინომცოდნე ანა ლომიძე აღნიშნავს კლუბის მიზანია შემეცნებით-საგანმანათლებლო სეანსების მეშვეობით მოზარდებში დისკუსიის უნარების განვითარება და იმ ახალგაზრდა კინომცოდნეების პროფესიული დახვეწა, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.

ანა ლომიძის თქმით კლუბის წევრები 8-12 და 13-17 წლის ასაკობრივი ჯგუფების ბავშვები არიან. გარდა ამისა სეანსები ჩატარდება თბილისის დღის ცენტრებში, ქუჩაში მცხოვრებ და ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან.

„შერეკილების“ პროგრამა უკვე შედგენილია. ფილმები და სადისკუსიო თემები განსაზღვრულია მასწავლებლების, მშობლების, ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფების მიერ

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG