Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარით დააჯარიმა


სასამართლომ არჩილ მეფარიძე ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ არჩილ მეფარიძე ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და მას 10 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

ინფორმაციო რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

არჩილ მეფარიძეს პროკურატურა ედავებოდა 2022 წლის 7 აპრილს მოქალაქე ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას.

მეფარიძე სასამართლოში 2023 წლის 2 მაისს პირველად, პროცესის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მივიდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

2024 წლის 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა იგი ორივე მუხლში ცნო დამნაშავედ.

ლელა ჯუღელი ამბობდა, რომ შვილის სახლთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის დაპარკინგებას ცდილობდა, რა დროსაც მეფარიძემ მას სახეში მუშტი ჩაარტყა:

„მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ უცებ მანქანასთან მოდის ამხელა კაცი და უშვერი სიტყვებით მიწყებს ლანძღვას და ფეხს ურტყამს მანქანას. ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას და გარბის. ეს ადამიანი ამედევნა და როგორც კი გავაჩერე მანქანა, მოვარდა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა და თან ფიზიკურად იძალადა“, - უამბობდა ის რადიო თავისუფლებას.

დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და გეგმავს, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG