სოფელს უკვე ბომბავდნენ, როცა მაგული ოქროპირიძე გორის სამშობიაროში გადაიყვანეს. 7 აგვისტოს იმშობიარა, გოგო დაიბადა. ორ დღეში გორის დაბომბვაც დაიწყეს. აფეთქებებმა კლინიკის კარები გაღუნა და სამშობიარო ჩაირაზა. მაგული ახალშობილთან ერთად სამშობიაროს ფანჯრიდან გადახტა. ქეთი ახლა 11 წლისაა.