კორუფციის აღქმის 2018 წლის საერთაშორისო ინდექსით, უკრაინა 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. საერთაშორისო მედიაში ძნელი წარმოსადგენია შეგხვდეს უკრაინაში ზოგად ვითარებაზე რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, კორუფცია რომ არ იყოს ნახსენები ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
უკრაინაში გამოკითხულთა 91 პროცენტს სჯერა, რომ კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული მმართველ წრეებში.
- რა ზიანი მოაქვს უკრაინისათვის კორუფციას - შინ და უცხოეთში
- რა როლს ასრულებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა კორუფციასთან ბრძოლაში? ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია სედლეცკასთან
- აქვს თუ არა "ქართულ ლეგიონს" კავშირი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან?
- როგორ ჰყვება დონბასში ცხოვრებასა და სიკვდილზე ალევტინა კახიძე
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.