ცესკოს გამოცდილი და სტაჟიანი თანამშრომელი, რომელიც თითქმის ოცი წელია სხვადასხვა პოზიციიდან არის ჩართული არჩევნების ადმინისტრირებაში, ამბობს, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი არჩევნებია, სადაც მოსახლეობის 90% ელექტრონული წესით მისცემს ხმას, საქართველოს კი შეაფასებენ, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას.
გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს კითხვებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ხმის უფლების გამოყენების სირთულეებზეც - ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მათთვის, რათა არჩევნებში ხმის მიცემა შესძლებოდათ.
ფორუმი