Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში, ტოკიოს აეროპორტში მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა


ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

სამშაბათს, ორ იანვარს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე დაფრენის შემდეგ მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

როიტერსი „იაპონიის ავიახაზებზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრიდან ყველას ევაკუაცია განხორციელდა.

CNN-ის ცნობით, კომპანია აცხადებს, რომ თვითმფრინავი შეეჯახა იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს, თუმცა ეს ცნობები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

XS
SM
MD
LG