„ევროპული საქართველო“ და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პირველი იყო, ვინც არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე მხარდაჭერა მეორე ტურში გასულ გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. კანონი პოლიტიკურ ჯგუფებსა და კანდიდატებს არ უკრძალავს სხვა კანდიდატის მხარდაჭერას, როცა ისინი წინასაარჩევნო მარათონს ეთიშებიან.
მოგვიანებით ვაშაძის მხარდამჭერებს შეუერთდა რესპუბლიკური პარტიაც. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდნენ და მხარდაჭერა პირადად დაუდასტურეს.
კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ღიად უცხადებს მხარდაჭერას მეორე ტურში გასულ კანდიდატს, “პატრიოტთა ალიანსია”. პარტიამ, რომელსაც არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყოლია, თუმცა ჰყავს დეპუტატები პარლამენტში, მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ჯერ კიდევ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 25 ნოემბრისთვის ხალხის მობილიზებას აპირებდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის წინააღმდეგ. მათი აქცია კი ყველაზე ხალხმრავალი იყო, წინასაარჩევნო პერიოდში. მხარდამჭერები თბილისსა და ქუთაისში შეიკრიბნენ.
საბოლოოდ, არჩევნების მეორე ტურამდე პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების მხარდაჭერა ასე გადანაწილდა: