შს სამინისტროს წარმომადგენელი მოწმეების არდაკითხვის შესახებ
„პატივცემულო, არ დარჩებოდა უყურადღებოდ არცერთი ფაქტი... რა სამუშაოებიც ჩატარდა, დადგა განაჩენი“, - ასე უპასუხა შს სამინისტროს წარმომადგენელმა კახაბერ სირაძემ პარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ არ დაკითხა პირები, რომლებიც შესაძლოა, ღირებულ ინფორმაციას ფლობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. საქმის მასალების თანახმად, არ არიან დაკითხული, მაგალითად, იმ ეზოს მცხოვრებლები, სადაც მოზარდებმა სისხლიანი დანები გარეცხეს და თავი მოიწესრიგეს. ასევე, არ არიან დაკითხული პირები, რომლებიც თვითმხილველები არიან და ამას სატელევიზიო კომენტარებშიც აცხადებდნენ. შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი - კახაბერ სირაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 ივნისს იყო დაბარებული.
ეპიზოდები
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა