Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3-დან 12 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია


სააღდგომო დასვენება ათი დღე გაგრძელდება.
სააღდგომო დასვენება ათი დღე გაგრძელდება.

საჯარო სამსახურები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 30 აპრილს გამოსცა.

3-6 მაისი შრომის კოდექსით დადგენილი სააღდგომო უქმე დღეებია:

  • 3 მაისი - დიდი პარასკევი;
  • 4 მაისი - დიდი შაბათი;
  • 5 მაისი - აღდგომის დღე;
  • 6 მაისი - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი.

მთავრობის დადგენილებით, ამ დღეებს დაემატა 7, 8 და 10 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება.

შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებია ასევე:

  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი − ანდრია მოციქულის ხსენების დღე, და 2019 წლიდან - „ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე“.

30 აპრილის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

მსგავსი დადგენილება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოსცა საახალწლოდ.

მისი გადაწყვეტილებით, 3-დან 5 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა - საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა გადაბმულად 9 დღის განმავლობაში დაისვენეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG