რადიო თავისუფლების სტუმარია პოლიტოლოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე. გადაცემაში ”საუბარი თავისუფლებაზე” ის გვიამბობს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გამოცდილებაზე დავით გარეჯის საკითხზე.
ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, ქართული საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა მოერიდოს პოლიტიკურ აჟიოტაჟს დავით გარეჯთან დაკავშირებით და არ აჰყვეს პროვოკაციებს. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა მოახერხოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაჩქარება.
გიორგი გვახარიას სტუმარი ცდილობს ახსნას, რატომ არის აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი ეს ტერიტორია და რა კავშირი აქვს ქართული ხელოვნების ამ უნიკალურ ძეგლს ალბანურ კულტურასთან.