Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა წიქარიშვილი: მარიხუანის ლეგალიზაცია არ არის ის გამოწვევა, რომელიც ნარკოპოლიტიკას უდგას


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც მარიხუანის მოხმარებას, რეგულაციებსა და სანქციებს ეხება, კიდევ ერთხელ წამოწია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისა. იმ აქციების, რომლის ორგანიზატორიც იყო „თეთრი ხმაური“. მაისის შუა რიცხვებში, რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა და პირობა დადო, რომ „თეთრი ხმაურის“ წევრებთან ერთად აუცილებლად შედგებოდა მოლაპარაკება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და იმ კანონპროექტის გარშემო, რომელიც დღესაც პარლამენტშია განსახილველად. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ბექა წიქარიშვილი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკისთვის მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება არ არის მთავარი გამოწვევა და პრობლემა გაცილებით დიდია, მათ შორის წამალდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდა, სარეაბილიტაციო დაწესებულებების არარსებობა, სასჯელის არარელევანტურობა და პოლიციური, სადამსჯელო პოლიტიკიდან ჯანდაცვის პოლიტიკაზე გადასვლის აუცილებლობა. „თეთრი ხმაური“ ახალ სტრატეგიაზე იწყებს ფიქრს, რომელიც შესაძლოა ნარკოპოლიტიკის საკითხებს გასცდეს.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG