აქცია „დავიცვათ , რაც ჩვენია“
14 ივლისს ბუნების დამცველები დიღმის ტყე-პარკში საპროტესტო აქციას გეგმავენ. გიორგი გვახარიას სტუმარია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრი გიორგი ფცქიალაძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტში საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 1300 კვ/მ ტერიტორიას მიანიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი და მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“.