თბილისში, მთაწმინდის პარკში, ახალი ინოვაციური სივრცე „არტ-ტენტი“ გაიხსნა. „არტ-ტენტის“ პირველი ჯგუფური გამოფენის, „არსებობის ანატომიის“ შესახებ გვიამბობს გამოფენის კურატორი თეა გოგუაძე. „რადიო თავისუფლების“ სტუმარი აღნიშნავს, რომ 800 კვ.მეტრზე განთავსებული ახალი სივრცე მთაწმინდის პარკში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური არტისტული პროექტია საქართველოს დედაქალაქში. სწორედ დიდმა სივრცემ მისცა საშუალება „არტ-ტენტის“ პირველი გამოფენის ორგანიზატორებს თავი მოეყარათ 30-მდე მხატვრის, მოქანდაკის ნამუშევრებისთვის. თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ტილოების, ინსტალაციების, ქანდაკებების გარდა, დამთვალიერებელი იხილავს 1937 წელს რეპრესირებული მხატვრის, ჰენრიკ ჰრინევსკის, ნამუშევრებს.