რა მოხდება, თუკი ამბებს თავდაყირა ამოვატრიალებთ? რა გახდება მთავარი და რა მეორეული? "მსოფლიო თავდაყირა" ცდილობს, ამოაყირაოს პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი და მარტივად და გასაგებად მოჰყვეს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, დეზინფორმაციისა და ტრანსნაციონალური კლეპტოკრატიის იმ ტენდენციების შესახებ, რაც გავლენას ახდენს თითოეულ მოქალაქეზე.