პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით
გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს
მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა
სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა. ეს ისტორიები შეიძლება ერთმანეთს ჩამოჰგავს, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან
განსხვავებულია ერთმანეთისგან, ისევე როგორც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ადამიანები.