ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დარბაზში, სადაც მგზავრები საპასპორტო და საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ ხვდებიან, ჭერიდან წყალი წვეთავს, მეტლახის იატაკზე ვედროები დგას, აეროპორტის დარბაზებს დღესაც წმენდენ და ასუფთავებენ.
ისტორიკოსები, არქიტექტორები და კულტურის ისტორიის სპეციალისტები "ოქროს ჩარდახის", იმერეთის მეფეთა მე-17 საუკუნის რეზიდენციიდან დღემდე შემორჩენილი ერთადერთი საერო ნაგებობის რესტავრაციის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.
ქუთაისი საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები იწყება, დადგენილ დროს ვერ სრულდება, შემდეგ ვადა რამდენჯერმე იცვლება, შედეგი კი - ისევ არ ჩანს.
ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში დროებით შეჩერდა საინფორმაციო, ანალიტიკური და პოლიტიკური გადაცემები. მიზეზი სამი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირებაა. ტელევიზიის 40-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია, რამდენიმე კი საკარანტინე სასტუმროში.
საქართველოში თეატრებს კორონავირუსის საფრთხისგან დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით მიეცათ ახალი სპექტაკლების მოსამზადებლად მუშაობის უფლება. მსახიობებმა განსაზღვრული გრაფიკით უნდა გაიარონ რეპეტიცია, რომელიც სამ საათს არ უნდა აღემატებოდეს.
თითქმის ორთვიანი წყვეტის შემდეგ დღეს ქალაქებს შორის ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა. გაძვირდება თუ არა მგზავრობა დამატებითი ხარჯებისა და ახალი რეგულაციების პირობებში? რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სიტუაციას დღეს ქუთაისის ავტოსადგურებზე გაეცნო.
ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში დილიდან ხალხმრავლობა იყო. ცენტრ „ქარვასლაში“ შესულ მომხმარებლებს დაცვის სამსახურის თანამშრომლები დისტანციური თერმომეტრით ტემპერატურას უზომავდნენ.
ქუთაისში, 70-მდე მარტოხელა, უსინათლო და მცირემხედველ ადამიანს მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ეხმარება ერთი გამცილებელი.
ჩამოტვირთე მეტი