Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნახავდით არჩევნებზე დამკვირვებელი რომ ყოფილიყავით

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არაღიარების საფრთხის წინაშე დგას - საქართველოს პრეზიდენტი მის შედეგებს არ აღიარებს და მას "რუსულ სპეცოპერაციად, ჰიბრიდული ომის ახალ ფორმად" მიიჩნევს, შეერთებული შტატები კი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. საია სასამართლოში ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველგან, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, დაირღვა ფარული არჩევანის უფლება. არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაწყებული აქვს გენერალურ პროკურატურასაც.

წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

26 ოქტომბერს ამ დღისთვის დამკვირვებლად გადამზადებული ასობოთ მოქალაქე აკვირდებოდა კენჭისყრის პროცესს საარჩევნო უბანზე - დარღვევების სპექტრი, რომელზეც ისინი საუბრობენ, ფართოა: ხმის ფარულობის დარღვევა, ვიდეოკამერები საარჩვნო უბნებზე, სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა, დამკვირვებლების შევიწროება და გაძვება უბნებიდან, პოლიციის უმოქმედობა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ღია მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ.

"მოლაპარაკე კედლების" წარწერები თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:57 0:00

XS
SM
MD
LG