შეიძლება ჯერ არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ რუსეთში უკვე გამოცხადდა ქალთა მობილიზაცია.
საქართველოსა და უკრაინაში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები ნადავლის სახით, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, უნიტაზებსაც იტაცებენ. სოციალური ქსელები სავსეა რუსი ოკუპანტების მაროდიორობის ამსახველი ფოტოებითა და ვიდეოკადრებით.
ცირკის ჭიშკარში გაჭედილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ტანკი - საუკეთესო მეტაფორაა იმ ფეერიული ატრაქციონისა, რომელიც 10 დღის წინ მოაწყო თანამედროვე რუსეთის მთავარმა შოუმენმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა თავის მოგვარე პროდიუსერს, იოსიფ პრიგოჟინს.