შესაძლოა, ეს არ არის წლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთში 30 სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ექო ამ პატარა ცენტრალურევროპული ქვეყნის საზღვრებს გასცდეს.
1923 წლის 3 იანვარს, ასი წლის წინ, ისე რომ 40 წელსაც ვერ მიაღწია, გარდაიცვალა იაროსლავ ჰაშეკი, ჩეხი მწერალი, ავტორი რომანისა „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს.“ ამ რომანზე, ისევე, როგორც ავტორზე, თან უამრავი რამ ვიცით, თან პრაქტიკულად არაფერი.
"არსებითად, საუბარი იმაზეა, გაიმარჯვებს თუ არა ძალა სამართლიანობაზე, შეძლებს თუ არა პუტინი დროის უკან დაბრუნებას, XIX საუკუნის "იმპერიული" პოლიტიკის ეპოქაში, ან ჩვენ თუ შევძლებთ ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და თავისი ადგილი მივუჩინოთ ომის ისეთ გამჩაღებლებს, როგორიც პუტინია".
“ცნობის გამოქვეყნების დღეს ორჯერ მომიწია ქუჩაში ყოფნა, ვიმგზავრე ტრამვაით და არსად შემინიშნავს თანაგრძნობისა და სიბრალულის ოდნავი გამოკრთომაც კი. ცნობას კითხულობდნენ ხმამაღლა, ჩაცინებით, აბუჩად აგდებითა და უსულგულო კომენტარებით... რაღაც უაზრო გულქვაობა იყო, ტრაბახი სისხლისმსმელობით“.
ბოლო ხანებში ბევრი ლაპარაკია რუსეთის სპეცსამსახურებისა და კრემლის აგენტურის მოქმედების გააქტიურებაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც მოსკოვი, ტრადიციულად, თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.