თბილისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოებაში არაერთი შეკითხვა გააჩინა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში მოკლულთა შორის არის ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ახმედ ჩატაევი. ამ ვერსიას უარყოფს ბინის მფლობელი თინა გაურგაშვილი.