რუსეთშიც და უკრაინაშიც ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ომში დანაკარგების მასშტაბებს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ასაჯაროებს, კატასტროფის მოცულობაზე მხოლოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოთვლებით, გამოქვეყნებული ნეკროლოგებითა და ახალი საფლავების რაოდენობით შეიძლება მსჯელობა
სულ მცირე, 1000 კილომეტრზე გადაჭიმულ უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კვლავინდებურად ქალაქ ბახმუტის მიმართულებაზეა შექმნილი.