შიო ხიდაშელი არის რადიო თავისუფლების ოპერატორი 2017 წლიდან.
„ეროტიკული ჩანაწერები“ მხატვარ თამარ ლორთქიფანიძის წიგნია, რომელზეც, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. დღიურის ფორმის ხელნაკეთი წიგნი ნამდვილ და მოგონილ ისტორიებსა და მათზე შექმნილ ჩანახატებს აერთიანებს.
საქართველოში გავრცელებულ გველის სახეობათა რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს, მათგან შხამიანი მხოლოდ ოთხია: გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და კაზნაკოვის გველგესლა. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აღრიცხულია 670 ზარი.
გიგა გიგაური ხეზე კვეთის ოსტატია. მთიულეთში, სოფელ მუგუდაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ხეზე კვეთა გიგამ ამ მეოთხედი საუკუნის წინ, 90-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ ეს საქმე შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ექცა.
ავღანეთში, ნატოს ეგიდით მოქმედ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, 25 წლის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე შვიდი წელიწადია მსახურობს.
მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი დაბალია - ასეთ დასკვნამდე მივიდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტი (IDFI), რომელმაც კვლევის საფუძველზე ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის არსებული პრაქტიკა შეაფასა.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში რუსეთის ტანკები დგას და ყველაფერს გააკეთებს, რათა დაჩქარდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას სხვადასხვა სახეობის ათასობით მცენარეს შეხვდებით. წიწვიანი ხეები, დასავლეთ საქართველოს, ჰიმალაის, ჩრდ. ამერიკის, ცენტრალური აზიისა და სხვა რეგიონის მცენარეები 98 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშლილი.
28 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო ცენტრ ბაშვთა სამყაროს“ აქციონერებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანძრის შედეგად განადგურებული სავაჭრო ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის, დაკავება გააპროტესტეს.
იმისათვის, რომ წნორში არსებული სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ რეგიონში დიდხანს დარჩეს და საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, მისმა დამფუძნებლებმა კამპანია წამოიწყეს. „დადე შენი აგური ‘ცოდნის კაფეს’ ასაშენებლად“ - კომპანიებს უკვე მიუვიდათ ამანათი ამ წარწერით.
„დაუმორჩილებლობა იწყება“ − ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართული ქალთა სოლიდარობის მარშისა, რომლის საბაბად იქცა 14 ივლისს, იქვე ჩატარებული „ქართველთა მარში“.
2017 წლის 1 ივლისიდან ბაზარზე ყველის სახელით გამოჩენილი პროდუქტი უნდა იყოს აუცილებლად ნედლი რძისგან დამზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან. თუმცა ლაბორატორიულად შეუძლებელია პროდუქტში რძის ფხვნილის შემცველობის აღმოჩენა.
ნარჩენების მართვის სისტემა შესაქმნელია როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით მწვავეა არალეგალური ნაგავსაყრელების საკითხი. პრობლემები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად უნდა მოგვარდეს.
2 ივლისს ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე“ გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა სავაჭრო ობიექტის ოთხიდან ორ სექტორში მდებარე ავტონაწილების, საბურავებისა და საღებავების მაღაზიები. ცეცხლი 2 ათას 500 კვადრატულ მეტრზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მძვინვარებდა.
სტატიაში „ცივილიზებული სამყაროს უკანასკნელი ტაბუ“ არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ლაპარაკობს იმ გადაულახავ უხერხულობაზე, რომლისგანაც საზოგადოება ვერ იქნა და ვერ გათავისუფლებულა. საქმე ეხება კითხვას, რომელიც ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს შეიძლება გაუჩნდეს: „უკაცრავად, სად არის ტუალეტი?"
20 ივნისს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა შს მინისტრს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება განცხადებას მალე გააკეთებს.
თბილისის იუსტიციის სახლი საჯარო უწყებებს შორის შშმ პირების საჭიროებებზე ყველაზე მორგებულ საჯარო დაწესებულებად ითვლება. უშუალოდ უსინათლოთა და მცირემხედველთათვის კი ამ დღეებში ახალი ინფრაქსტრუქტურული სერვისები ამოქმედდა მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.
ე.წ. „საბანაო სეზონი“ ისე არ ჩაივლის, რომ თბილისის ზღვაზე, ილიას ტბაზე, შაორის წყალსაცავზე და სხვაგან, მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ადამიანი არ დაიხრჩოს. როგორია წყალზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა? როგორია მონიტორინგისა და პრევენციის სისტემა?