„ვერ გაგვაჩუმებს მუქარა!“
„დაუმორჩილებლობა იწყება“ − ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართული ქალთა სოლიდარობის მარშისა, რომლის საბაბად იქცა 14 ივლისს, იქვე ჩატარებული „ქართველთა მარში“. ქალთა სოლიდარობის მარშის მონაწილეთა აზრით, 14 ივლისის აქციაზე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ისმოდა ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ერთი კონკრეტული ქალის მისამართით ჯგუფური გაუპატიურების მუქარა იმის გამო, რომ მან მწვავედ გააკრიტიკა „ქართველთა მარშის“ იდეა. ქალთა სოლიდარობის მარშის მონაწილეების თქმით, სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობა არათუ არ იკლებს, არამედ იმატებს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს შსს ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფო მაინც ვერ ახერხებს ძალადობის ამ ტალღის შეჩერებას. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე, მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქალი, „განსაკუთრებით, თუ ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას! დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს“ − ნათქვამია ქალთა სოლიდარობის მარშის ორგანიზატორთა განცხადებაში.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი