ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან, სხვადასხვა ღონისძიებით დაიწყო. გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, ქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ნაწარმი, ხელთნაკეთი ნივთები და გამოფენები. 26 მაისის ღონისძიება, კონცერტით დასრულდა.
„მათ სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, „თავისუფლებაში“ კი ისინი უზნეობისა და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ“, - ასე წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სოციალური პაკეტის მომზადების თაობაზე.
ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს.
ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს. გიმნაზიელი გოგონები, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ გვირილებს ჰყიდდნენ და ფულს აგროვებდნენ. ტრადიცია დღემდე გრძელდება და ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული.
ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ვანში, სადაც საპარლამენტო შუალედური არჩევნები ტარდება, 31 საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურები, კანონის დაცვით, დილის 8 საათზე დაიწყო.
28 აპრილის ვანსა და ხონში საპარლამენტო შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მონაწილეობს ექვსი კანდიდატი. საარჩევნო უბნები ყველა წესის დაცვით გაიხსნა. არჩევნების ჩატარება, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტი დატოვა.
ქუთაისში სკეიტ-პარკის მოსაწყობად ადგილი შერჩეულია, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში.
ქუთაისში ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე დასაქმებულები ადგილობრივ ხელისუფლებას გარევაჭრობის აკრძალვას სთხოვენ. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელი აღარ შედის და მათ დიდი გადასახადები აქვთ, ქუჩაზე ანტისანიტარია და უწესრიგობაა.
ქუთაისელმა მსახიობმა და მუსიკოსმა ლელა ლომთაძემ დაწერა საუნდტრეკი ამერიკული ფილმისთვის, რომლის სათაურია - „SPIES, Incorporated: Night at the Lorenzo“.
ქუთაისელმა მსახიობმა და მუსიკოსმა ლელა ლომთაძემ დაწერა საუნდტრეკი ამერიკული ფილმისთვის, რომლის სათაურია - „SPIES, Incorporated: Night at the Lorenzo“. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ჯენე რობინსონი ლელას სოციალური ქსელით დაუკავშირდა და ფილმისთვის მუსიკის დაწერა სთხოვა.
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მდებარე სახლები, უკვე საუკუნეზე მეტია, რაც რეკონსტრუქციას ელოდებიან. ეს სახლები მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. შენობათა ფასადები თითქმის ჩამოშლილია; მორყეული და ჩამონგრეულია აივნები, შუშაბანდები; დაზიანებულია ძველი რიკულები.
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მდებარე სახლები, უკვე საუკუნეზე მეტია, რაც რეკონსტრუქციას ელოდებიან. ეს სახლები მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა.
რადიო თავისუფლების რეპორტაჟს ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელებში ნაგვისა და ანტისანიტარიის შესახებ, მერიიდან რეაგირება მოჰყვა.
ქუთაისში 2017 წელს 30-მდე სკვერი, აღნაგობის უფლებით, იჯარით გასხვისდა. მათგან უმრავლესობაშისამშენებლო სამუშაოების წარმოებას ჯანმრთელი ხეები შეეწირა.
ქუთაისში 2017 წელს 30-მდე სკვერი, აღნაგობის უფლებით, იჯარით გასხვისდა. მათგან უმრავლესობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას ჯანმრთელი ხეები შეეწირა. მოიჭრა როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. 2017 წელს მერიის მიერ შესრულებულ ანგარიშში წერია, რომ ამ პერიოდში 2 037 ხე მოიჭრა.
ქუთაისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებით, წლებია, არავის უსარგებლია. ეს გადასასვლელი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის, წინ მდებარეობს, თუმცა, მრავალი წელია, იქ არავინ ჩასულა.
ჩამოტვირთე მეტი