მეორე დღეა, ლაგოდეხსა და სიღნაღში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები კი დასრულდა. დიდმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ელექტროტექნიკა, დაიხოცა შინაური ფრინველი.