ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
მაშინ როცა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ღონისძიებებს გეგმავს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წელს მოკლულ ქალთა საქმეების მონიტორინგს იწყებს.
სასამართლომ ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო ბაჩანა ახალაია და მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.
მოთხოვნები და პრეტენზიები თვითმმართველობების მიმართ - ამ თემაზე დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ჩვენი კორესპონდენტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საკითხებით წარდგებიან.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით მძევლად ჩაგდების ფაქტზე.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სახალხო დღესასწაულებზე დახარჯული ბიუჯეტი, თვითმმართველობების მიერ გაცემული შეუსრულებელი დაპირებები და მშენებლობები, რომელთა ნაწილსაც მოსახლეობა აპროტესტებს.
ფარავანჰესის გარემოზე ზემოქმედების შესახებ სპეციალური კვლევა აქვს მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. ორგანიზაცია შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ეკოსისტემისთვის, ისე მოსახლეობისთვის.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაარსებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისს არაერთი სტუმარი ეწვია.
წლის ამ დროს ზამთრისათვის სამზადისი აქტუალური ხდება - განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში - და, შესაბამისად, დღეს სწორედ ამ თემას ეხება „რეგიონალური მაცნე“.
საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნის მთავრობამ არ დაადასტურა, 2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაიწყონ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მსჯელობა.
გაეროს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა რეიტინგი, რომელიც სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის მიხედვით 96 ქვეყანაში აფასებს ხანდაზმულთა მდგომარეობას.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების - საცხოვრებელ პირობებზე ვისაუბრებთ. შემოგთვაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან, გორიდან და ახალციხიდან.
ვის ექნება ფარული მოსმენების გასაღები და როგორ განხორციელდება მოსმენების გარე კონტროლი - ამ საკითხებზე მსჯელობა ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმებისა და კომპრომისის გარეშე გრძელდება.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“: თბილისის მერიიდან გათავისუფლებულთა უმრავლესობამ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საქართველომ აშშ-ს შესთავაზა თავის ტერიტორიაზე განათავსოს ბაზა სირიელი მეამბოხეების გასაწვრთნელად.
კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის მოსამზადებელი პროცესი პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და სწორედ ამას შეეხება „რეგიონალური მაცნეს“ დღევანდელი გამოშვება.
უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ამერიკის შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ - ამას ითვალისწინებს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი.
1 სექტემბრიდან საქართველოში მოქმედებს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა. რა სიახლეებითა და პრობლემებით შეხვდნენ სკოლები მოსწავლეებს?
ჩამოტვირთე მეტი