პარასკევს, შუადღისას, გონიოში მცხოვრები მიქელაძეების ეზოში ჭურვი ჩამოვარდა. ჭურვის ერთი ნაწილი, რომელიც დაახლოებით 10 კილოგრამს იწონიდა, ციტრუსის ბაღში იპოვეს. მიქელაძეების თქმით, სპეციალისტები მდინარე ჭოროხში აღმოჩენილ ჭურვს ანადგურებდნენ, როდესაც მათ სახლში გამაყრუებელი ხმა გაისმა.