ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, რუბრიკით „პერსონაჟი“, გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და უნივერსალურ პერსონაჟზე, შექსპირის მეფე ლირზე. ჯერ კიდევ არისტოტელე გვასწავლიდა, რომ ტრაგედიის საუკეთესო პერსონაჟი არის კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც შეცდომა - „ჰამარტია“ - მოუვა. შეცდომა ადამიანურია, მაგრამ სიბრიყვეა შეცდომაში გაჯიუტება.