Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელიატი მოდიანო


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს 2014 წლის ნობელიატ პატრიკ მოდიანოზე, რომლის შემოქმედებიდანაც განსაკუთრებული ყურადღება ამჟამად გამახვილებულია მის რომანზე „ბნელი მაღაზიების ქუჩა“, რომელმაც თავის დროზე ავტორს გონკურის პრემიაც მოუტანა. „მე არავინ ვარ“, — ასე იწყება ეს რომანი, რომელიც, როგორც ყოველთვის მოდიანოს შემოქმედებაში, მეხსიერების პრობლემას ეძღვნება. პროტაგონისტმა 1945 წლიდან არ იცის, ვინაა. რაღაც მოხდა იმ წელს, რამაც მეხსიერება დაუკარგა. ახლა, 20 წლის შემდეგ, იგი იწყებს თავისი წარსულის გამოკვლევას. მოულოდნელად რომანში ჩნდება ქართული გვარების მთელი წყება: ბაგრატიონი, ერისთავი, ჯორჯაძე, ჭავჭავაძე… საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ სურათზე, სადაც პროტაგონისტი თავის თავს ამოიცნობს, ქართველი ჯორჯაძის შვილიშვილი, გალინა ორლოვაა გამოსახული. რა მოხდა 1945 წელს, რა და ვინ დაკარგა მთხრობელმა, როგორია ტკივილი, რომელიც თავს გავიწყებს, როგორ შეიძლება წარსულის გამოძიება — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG