ეკონომიკური გლობალიზაციის პერიფერიაზე მყოფ ადამიანებს აქვთ შიშის განცდა და ისინი თავშესაფარს ტრიბალურ, საგვარტომო ე.წ. „ტრადიციებში“ ნახულობენ. „ტრადიციებში“, რომელიც ხშირად „გუშინ“ წესად გადაქცეული „გუშინწინ“ შეძენილი ჩვევაა... ასე, ნელ-ნელა, რელიგიური იდენტობა გადაიქცა პოლიტიკურ იდენტობად, რომელიც თავის მხრივ ტოტალიტარული გახდა, ტოტალიტარული, რადგან ყოველთვის მოინახება უფრო „წმინდა“, უფრო „ავთენტური“, უფრო „ჭეშმარიტი“.