"სტალინის სიკვდილის" ავტორებიც ისეთნაირ "ნაბიჭვრებად" შეირაცხნენ, როგორებიც არისტოფანე, მოლიერი, ჩაპლინი, ზოშჩენკო თუ ჯავახიშვილი აღმოჩდნენ სხვადასხვა სისტემის დიდი თუ მცირე ტირანებისთვის. ლანძღვას კიდევ აიტანდნენ, მაგრამ დაცინვას ვერაფრით, რადგან, როგორც ისტორიიდანვეა ცნობილი, ავტორიტარიზმი სახეს კარგავს, როცა მას დასციანიან.