ჩემი აზრით, ნაციონალურ მოძრაობას ორი დიდი პრობლემა აქვს. პირველი პრობლემა არის ლიდერი, რომელსაც ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც კი არ სურს პოლიტიკიდან წასვლა; მეორე პრობლემა არის რეფორმირებული კონსტიტუცია, რომელიც მთელ ძალაუფლებას ერთი პირის - პრემიერ-მინისტრის - ხელში აქცევს.