ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
ფეხბურთელი გურამ კაშია 2018 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს - არნემის „ვიტესიდან“ გაცილებას - იხსენებს და ამ კლუბში დაბრუნების სურვილსაც გამოთქვამს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი 2019 წელს სწორედ ნაკრებთან ერთად აპირებს მიაღწიოს მთავარ წარმატებას.
რა დაამახსოვრდათ გასული წლიდან და რას მიიჩნევენ ქვეყნისთვის მთავარ მოვლენად მწერალი ლაშა ბუღაძე, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი?
ჯონი ჯანაშია პროფესიით ექიმია და მთავარი საქმის გარდა მრავალი გატაცება აქვს. მათ შორის ერთი - თბილისური სახლების მინიატურული მაკეტების შექმნაა
რა გეგმები აქვს ბავშვებს ახალ წელს, რას და როგორ შეცვლიდნენ ისინი მოუსმინეთ ბავშვების საახალწლო სურვილებს.
ზონია თრიმე-ტატიშვილი 14 წელია საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბავშვობის ოცნება, ჰყოლოდა ცხენი, სწორედ საქართველოში აიხდინა. ხანდახან შვილებს ცხენით სკოლაშიც კი აკითხავს. ზონია შობის ღამისთვის ემზადება. გერმანული ტრადიციული ორცხობილები უნდა გამოაცხოს ანა-მარიასთან და იოანესთან ერთად.
საქართველოში უფროსების მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური დასჯა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. და ყველაზე დაფარულიც. ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ მოძალადე მშობლებს ასეთი ამბების გახმაურება არ აწყობთ, ბავშვებს კი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის ეშინიათ.
“გადმოდი ქალების მხარეს” - ამ მოწოდებით “ქალთა მოძრაობამ” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ისინი სალომე ზურაბიშვილს მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გათავისუფლებას სთხოვენ.
საქართველოსა და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების აუქციონზე 42 ათასი ლარი შეგროვდა. კამპანიის - „ძლიერები არ ძალადობენ" ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება ფუნიკულიორზე 18 დეკემბერს გაიმართა. მასში სპორტსმენების გარდა მონაწილეობდნენ ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
91 წლის ანჟელა და 83 წლის ლამარა ცოტა ხნით ფოტომოდელებად იქცნენ. დიზაინერმა მეგი გაბუნიამ ქალები თანამედროვე სამოსში გამოაწყო და ამ ჟესტით სხვა პროფესიის ადამიანებს შეახსენა, რომ ასაკი ბევრს არაფერს ცვლის. ანჟელა მეგის ბებიაა.
თბილისის ბოტანიკურ ბაღმა 9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლა და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შექმნას ამითაც შეუწყო ხელი. ფესტივალში ადგილობრივი და უცხოური წარმოების 22 კომპანია მონაწილეობდა.
თუკი აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის ნახვაც გსურთ, მაშინ 10 დღიანი ტური უნდა აიღოთ, რომელიც სოჭის აეროპორტიდან იწყება და აფხაზეთში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ვლადიკავკაზის გავლით მოხვედრას გულისხმობს. ტური, რომლის ღირებულებაც 3050 დოლარია, ყელის ტბაზე სრულდება.
სამოქალაქო მოძრაობის ოფისები უკვე გახსნილია თბილისსა და ბათუმში. მოძრაობა აპირებს მოიცვას საქართველოს დიდი ქალაქები.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს, პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა.
ცნობილი ცისფერი „ჟიგული“, რომელიც 27 წლის განმავლობაში იდგა დიღმის მასივის, მეოთხე კვარტლის, მეცხრამეტე კორპუსის, მეოთხე სართულზე 2 დეკემბერს ამწეთი ჩაიტანეს.
სექსუალური შევიწროება - პრობლემა, რომელსაც გამოკვლევების მიხედვით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადასწყდომია ყოველი მეორე ქალი. პრობლემა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას და კრიმინალიზაციას საჭიროებს. სექსუალური შევიწროება - ქცევა და ნეგატიური კულტურა, როგორც საზოგადოებრივ სივრცეში.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, შესამჩნევად გაიზარდა ანტიდასავლური და რადიკალური მემარჯვენე შინაარსის ფეისბუკგვერდები და მათი აუდტორია. ასეთი გვერდები, საერთო ჯამში, დააახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს მოწონებული.
„კმარას“ ორი ყოფილი აქტივისტი ლუკა წულაძე და გიორგი მელაძე იხსენებს „კმარას“. იხსენებს და აფასებს „ვარდების რევოლუციას“ და „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსული ხელისუფლების ნაბიჯებს უკვე 15 წლის შემდეგ.
მარიამი სამ ქართველ ბავშვს შორის ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის. ამ ჯილდოზე ნომინირებული ბავშვები სხვადასხვა კრიტერიუმით არიან გამორჩეულები. მარიამი აქტიური სოციალური საქმიანობის გამო აღმოჩნდა მთელი მსოფლიოდან შეკრებილ ასზე მეტ ბავშვს შორის.
გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების წევრები ექსპერტებს შეხვდნენ. მათ საბჭოს შექმნის იდეა გააცნეს, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვაშაძის გუნდთან რეფორმების პროცესში ჩაერთვება.
რუსთაველის გამზირზე კარვები დაძაბულ ვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით დაიდგა. ზაზა სარალიძე და მისი დედა საავადმყოფოშიც მოხვდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კარვების დადგმა კანონიერი უფლებაა.
ჩამოტვირთე მეტი