ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
კოტორა - სპორტის წრეებში ყველა ასე იცნობს ფოტორეპორტიორ ალექსანდრე კოტორაშვილს. სპორტული შეჯიბრებებისა თუ ღონისძიებების გადაღება მან გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო და დღესაც აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე სპორტულ მოვლენებს.
სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ ბაზაზე პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობის პროცესი მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს.
ბულინგის წინააღმდეგ მიმართული სოციალური პროექტის - „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია პროექტის ფარგლებში ესტუმრა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას.
ინტრო: თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს. ოპერაციას სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ. ეს გრანდის მეორე ოპერაცია იყო - პირველი 2014 წელს ჩაუტარდა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მის მიერ დასმული პრობლემები და საკითხები დღესაც აქტუალური და საკამათოა.
2018 წელს სახელმწიფომ ჯამში 55 მილიონ ლარამდე დახარჯა არჩევნების ჩატარების ღონისძიებებსა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. საქართველოში არჩევნების ჩატარება საშუალოდ 40 მილიონი ლარი ჯდება, პარტიების შენახვა კი წელიწადში 12-დან 15 მილიონ ლარამდე.
. საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი „რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრს“ ხსნის. . გრიშა ონიანის თქმით, ცენტრის კარი ღია იქნება რუსი ტურისტების, სტალინის თაყვანისმცემლებისა და მკვლევრებისთვის.
ულტრანაციონალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მეთაურს, გიორგი ჭელიძეს 14 ადვოკატი იცავს.
პროექტმა „კომიქსები მშვიდობისა და განათლებისთვის“ 30-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა გააერთიანა. ისინი სცენარისტებსა და მხატვრებთან ერთად ერთი წლის მანძილზე კომიქსების შექმნაზე მუშაობდნენ. ჯერ ერთმანეთი გაიცნეს, ვორკშოპზე საერთო ღირებულებები აღმოაჩინეს.
საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად თბილისის ზოოპარკი კამპანიას იწყებს. სამი ჩლიქოსანი სახეობა - კეთილშობილი ირემი, ნიამორი და ჯიხვი - ჯერ ზოოპარკის პირობებში გამრავლდება და შემდეგ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდება.
მაია მანია ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისობის დღესასწაულზე დააჯილდოვა. მოქალაქეების ნაწილისთვის მერიის მხრიდან იმ ადამიანისთვის ჯილდოს მიცემა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ქალაქის არასწორი გზით განვითარებას, ორმაგი სტანდარტია.
ძუძუს კიბოს დამარცხება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლებითა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 7 ოქტომბერს, კუს ტბაზე გამართული გარბენი დევიზით „გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“.
საქართველოს სპორტული დელეგაცია არგენტინაში მიემგზავრება. 6-18 ოქტომბერს ბუენოს აირესი ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 12 დღის განმავლობაში, მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე ახალგაზრდა (15-18 წლის), სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს.
დადგა კერძო პირთა ავტომობილების ჯერიც. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია. პროცედურა, დაახლოებით, 15 წუთსა და 60 ლარს მოითხოვს.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. არაზუსტი მონაცემებით, აფხაზეთიდან დევნილი გახდა 300 ათასიდან 330 ათასამდე ადამიანი.
გამთენიას, მისი ოთახიდან, ხის ჩარჩოზე დამაგრებული ძაფების ჩანგლით დაბეჭდვის ხმა გამოდის ხოლმე - მედეა იმერლიშვილი ფარდაგს ქსოვს. წინასწარ თითქმის არასოდეს იცის, რა გამოვა - კომპოზიციას ფერები კარნახობს. უკვე 20 წელია ასეა. ამ ხნის განმავლობაში 70-ზე მეტი ფარდაგი დაუგროვდა.
16 სექტემბერს ილია II-მ ნარკოტიკების მავნებლობაზე ისაუბრა, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად სამების თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს, ნაციონალისტური ძალების ლიდერები კი მთავრობას გადაყენებით ემუქრებოდნენ.
16 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნარკოტიკების მავნებლობაზე ისაუბრა, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად სამების ტაძრიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს, ნაციონალისტური ძალების ლიდერები კი მთავრობას გადაყენებით ემუქრებოდნენ.
სკოლაში არსებული ავტორიტარიზმი, მასწავლებლის შიში, რომ არ შეილახოს, მისი როგორც მენტორის რეპუტაცია, სიახლის შიში, კომპიუტერული წიგნიერების უნარების განუვითარებლობა და საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები - ცნებების ის ერთობლიობაა.
მოზარდები ყვებიან, რომ სკოლაში შერქმეული ზეტასახელის ავტორები ხშირად მათივე მასწავლებლები არიან. ისინი ყველაზე ხშირად საკუთარ „ძალაუფლებას“ მაშინ მიმართავენ, როცა განსხვავებულ აზრს ისმენენ.
ჩამოტვირთე მეტი