ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
აჭარის მთიან ნაწილში ამ დრომდეა შემორჩენილი რამდენიმე ათეული ხის მეჩეთი, რომელთა მსგავსი ნაგებობები უკვე იშვიათობაა. ხის მეჩეთები, მათი მოხატულობა და ორნამენტები საქართველოსა და ამერიკაში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, ვლადიმერ შიოშვილმა გადაიღო. ფოტოები თბილისი ფოტოფესტივალის ფარგლებში გამოიფინა.
აქტივისტები ამბობენ, რომ მორატორიუმი პასუხი არ არის და მათ განმარტება ჭირდებათ, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი.
როგორ დავრგოთ და გავზარდოთ ნაჯახი? როგორია მომავლის ჯოჯოხეთი? და როგორ მოვხვდეთ ნატურმორტების მშთანმთქმელთა კლუბში? ამ კითხვებზე პასუხები აქვს მხატვარ მამუკა ჯაფარიძეს, რომელიც 10 წელია თბილისიდან სოფელში გადასახლდა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ამერიკის საელჩოსთან აქციას აწყობს; აქცია მიმართულია ერთის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, დევიდ კრამერის და მეთიუ ბრაიზას, მეორეს მხრივ "სააკაშვილი-ბოკერიას" წინააღმდეგ.
1904 წელს, როცა რაჭის სოფელ ჭყვიშში ილარიონ ჯინჭარაძე ამ სახლს აშენებდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 100 წლის შემდეგ, მისი შთამომავალი, მხატვარი კოტე ჯინჭარაძე ამ სახლს ახალ სიცოცხლეს მისცემდა, იქაურობას „არტელი რაჭას“ დაარქმევდა და მას თანამედროვე ხელოვნების რეზიდენციად აქცევდა.
- ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე -ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს; - რუსეთის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება ბერლინში (2019 წელს) - როცა ხანგოშვილი მოკლეს და თბილისში (2015 წელს) - როცა ის დაჭრეს; - რატომ ამოიღეს მიზანში ზელიმხან ხანგოშვილი?
გიგა აგლაძის ფილმის პროდიუსერი დევიდ ლინჩი იქნება, ფილმზე "Another Me" მუშაობა უკვე დასრულდა.
ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი საქართველოში ისვენებს. NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანმა უცხოელმა მოთამაშემ აქტიური საკალათბურთო კარიერა სამიოდ თვის წინ დაასრულა, „დალას მავერიკსში“, სადაც 21 წელი გაატარა.
აქციის 45-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები. როგორც სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრის ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლემ ეკა ჯაიანმა განაცხადა, არ შეჩერდება ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის
ყველას, ვინც იხილა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის კადრები, ალბათ, ემახსოვრება კაცი მწვანე მაისურში, რომელსაც მალევე შეისრუტავს მისკენ მოძრავი სპეცრაზმის კორდონი. ვინ არის ეს მწვანემაისურიანი კაცი და როგორ იხსენებს ის 20 ივნისის ღამეს?
,,დაგღალა პუტინმა? დაისვენე საქართველოში!” ამ და სხვა ბანერებით რუსეთის ათამდე მოქალაქემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს 20-21 ივნისის საქმეზე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ემუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ტატუს ოსტატი ტატიანა გოდიბაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის მისი სალონის ტატუ არტისტებმა მსურველებს ანტისაოკუპაციო სვირინგი უფასოდ დაახატონ. სურვილი უკვე 300-მდე ადამიანმა გამოხატა.
„მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს", - ამ სიტყვებით მიმართა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძეს
“სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა გაიმარჯვოს”, - ამბობს თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივიზმმა პოლიტიკური ძალების გაკონტროლება უნდა შეძლოს.
3 ოქტომბრის წვიმიან საღამოს, თბილისში, „დინამოს“ სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა ასიათასზე მეტმა გულშემატკივარმა საოცარი თამაში იხილა.
ცახი ქვემო რაჭის მაღალმთიანი სოფელია, სადაც დღეს ოცამდე გლეხი ცხოვრობს. წლებია, იქ ახალი ოჯახი არ შექმნილა და არც ბავშვი დაბადებულა. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა კაცების უმრავლესობა უცოლოა, ცახში აღარც ახალგაზრდა ქალები შემორჩნენ - ისინი ქალაქში გადაიხვეწნენ, ზოგი სასწავლებლად, ზოგიც სამუშაოდ.
ბატატს სხვანაირად ტკბილ კარტოფილსაც უწოდებენ, თუმცა ამ ბოსტნეულის გემო დაახლოებით კარტოფილის, გოგრისა და წაბლის გემოებს შორისაა. ქართველებს მისი მოყვანა პირველად მე-16 საუკუნეში უცდიათ, მაგრამ მაშინ ფეხი ვერ მოუკიდებია. ხელახლა ბატატის მოყვანა, დიდ ფართობზე, შარშან ლაგოდეხელმა შოთა ერიაშვილმა სცადა.
ტურალ ქურბანლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ორი წლის წინ იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და თავშესაფარი ეთხოვა ჰოლანდიის მთავრობისათვის. ალიევის რეჟიმს გამოქცეულმა ჟურნალისტმა ოჯახთან ერთად საქართველოში სამ წელიწად-ნახევარი იცხოვრა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს ქალიშვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მან, მისი არაერთი მეგობრის მსგავსად, საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს.
ჩამოტვირთე მეტი