Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმოცი წლის სიხარული - დინამო - ლივერპული 3:0


ორმოცი წლის სიხარული - დინამო - ლივერპული 3:0
please wait

No media source currently available

0:00 0:02:23 0:00

1979 წლის შემოდგომაზე, თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ უეფას ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალში ინგლისის „ლივერპულს“ დაუპირისპირდა. ევროპის ერთ- ერთ საუკეთესო კლუბთან შეხვედრამ ბევრს ვადაზე ადრე გადაუწურა მერვედფინალში გასვლის იმედი. იყო მოლოდინი, რომ ყველაფერი გადაწყდებოდა პირველსავე მატჩში, მას შემდეგ, რაც მასპინძელი „ლივერპული“ „დინამოს“ დიდი ანგარიშით დაამარცხებდა. ინგლისელებმა მართლაც მოიგეს, ოღონდ დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2:1. ამ შეხვედრის შემდეგაც კი, ფავორიტად მერსესაიდული კლუბი რჩებოდა, მაგრამ... 3 ოქტომბრის წვიმიან საღამოს, თბილისში, „დინამოს“ სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა ასიათასზე მეტმა გულშემატკივარმა საოცარი თამაში იხილა. „დინამომ“ ინგლისის ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს 3:0 მოუგო, ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიას და ალექსანდრე ჩივაძის გოლებით.

XS
SM
MD
LG