მინისტრს თავის გვერდით განათლების სისტემის მასზე უკეთ მცოდნე, მასზე გამოცდილი და თანაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ყოლა არ უნდა.
საქართველო არ არის მართლმადიდებლური ქვეყანა. მართლმადიდებლური ქვეყანა იქნებოდა თეოკრატია.
მარლთმადიდებელი ეკლესია, უფრო სწორად კი მართლმადიდებლობის პოპულარული ფორმა (რომელიც ჩნდება "მიწოდებისა" და მოთხოვნის" გადაკვეთის წერტილში), საკრალიზებული გლამური, ან, თუ გნებავთ, გლამურული საკრალურია.
"დიდი დინოზავრების ჯიში გადაშენდა და ძუძუმწოვრებს დაუთმო ადგილი, მაგრამ ამ ჯიშის ნამდვილი წარმომადგენელი, ნიანგი, ახლაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს".
ჩემი თაობა თავის რეალობას იგონებს იმისათვის, რომ რეალობაში საკუთარი თავისთვის დაწესებული კრიტერიუმების არშესრულებაზე პასუხი არ აგოს.
აქტიური მოქალაქე იმის გარანტია, რომ პოლიტიკური სივრცე ვერასოდეს დაიხურება და ვერავინ შეძლებს მის ოკუპირებას ან მონოპოლიზებას.