მძღოლს და თხუთმეტივე მგზავრს წესრიგში ჰქონდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა სათანადო დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, ისინი დააკავეს და გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს სურდა, რომ გალის მოსახლეობას ხმა საბჭოთა პასპორტით მიეცა, მაგრამ ამის უფლება აფხაზურმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ არ მისცა.
„აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის 3200 მაცხოვრებელი მიიღებს მონაწილებას. სწორედ ამ რაოდენობის ადამიანს აქვს აღებული ე.წ. აფხაზური პასპორტი,“ – ამბობს კილანავა.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჯარები ოტობაიაში, ფიჩორსა და ნაბაკევში დიდ სამხედრო ბაზებს აშენებენ.
ორი ანაკლიელი მეთევზე დღეს გაათავისუფლეს 200-200 ლარის ეკვივალენტი რუსული რუბლის სანაცვლოდ, ოთხი ფიჩორელი და სამი გაგიდელი მეთევზე კი - გუშინვე. მათაც გადაიხადეს თუ არა ჯარიმა - უცნობია.
ნესტან ხასაიას დაუდგენელმა პირებმა გამთენიისას გადაუწვეს სახლი. „არ ვიცით ვინ დაწვა ჩვენი სახლი. მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რვა საათი იყო, როდესაც ხანძარი ვნახეთო."
შოთა უტიაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთაზე, რაზეც, მისივე მტკიცებით, შეთანხმება იქნა მიღწეული.
ადგილობრივების დაკვირვებით, ე.წ. პასპორტიზაციის ახალი ტალღა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას მოჰყვა. აქამდე აფხაზური პასპორტის აღების მოთხოვნა ნაკლებად კატეგორიული იყო.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში, რუსი სამხედროების გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების იზოლატორი სოფლის ერთადერთ სკოლაში განთავსდება.
ბარამია აცხადებს, რომ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯსა და საბერიოში 500-მდე სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. ჭუბურხინჯის, საბერიოსა და დიხაზურგას მკვიდრნი ყვებიან, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილება მათ სოფლებში არ უნახავთ.
ზუგდიდის ინტერნეტ-ბაზარზე კონკურენცია სულ რაღაც ერთი წლის წინ გაჩნდა და მომხმარებელსაც არჩევანის საშუალება მიეცა, თუმცა ორივე ინტერნეტ-პროვაიდერს ერთნაირი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტი აქვს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ლატალისა და ბეჩოს ტყეებში კვლავ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. მთის სიმაღლეზე გაჩენილმა ცეცხლმა წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავები მთლიანად გაანადგურა.
ქართველების, აფხაზების, რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც 5 საათ-ნახევარი გაგრძელდა, შეთანხმებების გარეშე დასრულდა.
1 სექტემბერს, ქართული ტელეკომპანიებით გაავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას თავდასხმა მოხდა სოფელ ოტობაიაზე
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ „კედელი უფრო პირობითი რამაა და მას ფიზიკური სახე ჯერჯერობით არ მიუღია“.
აფხაზური სახალხო კრების მიერ დამტკიცებული კანონი გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს აფხაზეთის მოქალაქეებად აღიარებს, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.
გალელები არ ადასტურებენ ცნობას, თითქოს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლის რეჟიმი გამკაცრებულიყოს.
აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ ზუგდიდის რაიონთან ოკუპირებული გალის რაიონის დამაკავშირებელი ყველა გზა დაიკეტა.
ზუგდიდში მცხოვრებმა დევნილებმა კორპუსებში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწუნეს და, თანაც, მათს ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლებს კერძო მესაკუთრე გამოუჩნდა.
სოფელ რუხში, ყოფილ რესტორან „მეგობრობის“ შენობაში, აფხაზეთიდან დევნილები 16 წელია ცხოვრობენ და დღემდე მთავრობისგან დახმარების მოლოდინში არიან.
ჩამოტვირთე მეტი