ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ თაგილონში წუხელ, გვიან ღამით, თავს დაესხნენ ადგილობრივი მკვიდრის, გოგი შონიას, ოჯახს. ქართული ტელეკომპანიების ცნობით, თავდამსხმელები რუსი სამხედროები იყვნენ. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობა.